ეკონომიკა
22/06/2023
კახა ბექაური: გასულ წელს ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, კახა ბექაურმა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წელს, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1.080.000 შეადგინა.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ 2021 წელთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა 70.6 ათასით გაიზარდა, რაც 7%-იან ზრდას გულისხმობს.
“ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში არსებული 3385 სოფლიდან, უკვე 2510 სოფელშია ხელმისაწვდომი” - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და დაამატა, რომ სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ სოფლებში ინტერნეტი სრულად გახდება ხელმისაწვდომი.