ეკონომიკა
06/07/2023

ჯონ ბრაეკეველდტი: ფოთის პორტის სატერმინალო მომსახურების ტარიფები ძალიან მაღალია

„ევროპული ბიზნეს ასოციაცია“ (EBA) მიიჩნევს, რომ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა ე.წ. შუა დერეფანში სწრაფად უნდა გაუმჯობესდეს. ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, არსებობს საფრთხე იმისა, რომ ომის დასრულების შემდეგ, ე.წ. ჩრდილო კორიდორი ისევ ამუშავდება და შუა დერეფანი თავის მიმზიდველობას დაკარგავს.

„საქართველომ უნდა გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა, უფრო სწრაფი და იაფი გახადოს ის ბიზნესისთვის. შუა სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით საქართველომ უნდა გაიუმჯობესოს პოზიციები და მეტად კონკურენტული გახდეს. ფაქტია, დღეს არსებული ინფრასტრუქტურა საკმარისი არაა. ამჟამად უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ამის გამო შუა სატრანსპორტო დერეფანში ტვირთები გადმომისამართდა. თუმცა როდესაც ომი დასრულდება, ეს დერეფანიც დაკარგავს აქტუალობას, რადგან ინფრასტრუქტურა არ არის სათანადო“ - აცხადებს ჯონ ბრაეკეველდტი.

მისივე თქმით, დღეს პორტებში ტარიფები საკმაოდ მაღალია. მათ შორის, ფოთის პორტში.

„რომ შევადაროთ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს პორტს - ანტვერპენის პორტს - იქ სატერმინალო მომსახურების საფასური ერთ კონტეინერზე 120 დოლარია. დღეს კი ფოთის პორტში არსებული ტარიფები საკმაოდ მაღალია და 450 დოლარს შეადგენს. ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც ტვირთბრუნვა გაიზარდა, მთავრობამ მაშინვე გაიზარდა სატრანზიტო გადაზიდვებზე ტარიფები, რაც არასწორია. ვიცი, რომ საქართველოს სჭირდება შემოსავალი, რათა ინვესტირება განახორციელოს ინფრასტრუქტურაში. მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა შევინარჩუნოთ ხელსაყრელი ფასები სხვა კონკურენტებთან შედარებით“ - აცხადებს ჯონ ბრაეკეველდტი.

Businesspartner