ეკონომიკა
06/11/2020

ჯონ ბრაეკეველდტი: ევროპასა და საქართველოს შორის სატვირთო გადაზიდვები უნდა გამარტივდეს

ლოგისტიკური ჰაბი - საქართველო - ეს თემა  უკვე 10 წელია აქტიურად განიხილება საქართველოში, მაგრამ საწყისი ბიძგი მან ვერ მიიღო - მიიჩნევს ევროპული ბიზნეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ჯონ ბრაეკეველდტი.

ევროპელი ბიზნესმენი, რომელიც წლებია საქართველოში აწარმოებს ბიზნესს საქართველოდან ტვირთების ტრანსპორტირების მაღალ ფასზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია ევროპასა და საქართველოს შორის მოხდეს შეთანხმება, რითაც სატვირთო გადაზიდვები გამარტივდება.

„ჩემთვის, როგორც ლოგისტიკური კომპანიისთვის ყველაზე დიდი შეზღუდვაა ის, რომ ევროპაში საქონლის გაგზავნა/ტრანსპორტირება ძვირი ჯდება. რატომ? იმიტომ რომ აუცილებელია განსხვებული დოკუმენტაცია, ამ სატრანსპორტო დოკუმენტების შექმნა კი, ძალიან ძვირია“, -  განაცხადა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ჯონ ბრაეკეველდტმა.

მისი თქმით, არსებობს პროექტი, რომელიც სავარაუდოდ, 2021 წლიდან ამოქმდდება და რომლის საფუძველზე  ქართველი  მძღოლები შეძლებენ ე.წ. T1 სატრანზიტო დოკუმენტებით მუშაობას და მათ აღარ დასჭირდებათ სპეციალური დოკუმენტები საზღვრებზე.

„T1 დოკუმენტი ექსპორტიორებს შესაძლებლობას მისცემს ხარჯთეფექტიანად გაიტანონ ევროპაში საქონელი“, - ამბობს ბრაეკეველდტი.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023