ეკონომიკა
24/12/2020

ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 16კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცით, 2020 წელს ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 16კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა.ახალი 4-ზოლიანი გზა, რომელიც 20-30%-ით ამცირებს გადაადგილების დროს, გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს.
 
საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე: ჯაპანა, ქვიანი, ნიგოითი და ქვემო შუხუთზე გადის.
 
პროექტი, შესაბამისად გაკეთდა 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 16 სახიდე გადასასვლელი, მათ შორის, 3 სატრანსპორტო კვანძი (გზაგამტარი), წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელები.
 
პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის გაზრდა, უსაფრთხო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.