ეკონომიკა
15/07/2022

ივნისში საარსებო მინიმუმი რეკორდულ ნიშნულზეა და 255 ლარს აჭარბებს

მაღალი ინფლაციის ფონზე, საარსებო მინიმუმმა ივნისში რეკორდულ ნიშნულს, 255.3 ლარს მიაღწია.

საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი მაისთან შედარებით 10.2 ლარით გაიზარდა, წლიურად კი თითქმის 41 ლარით არის გაზრდილი. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 226.1 ლარით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 13.8%-ს მიაღწია, მაშინ როდესაც მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. 

სებ-ი ინფლაციოის ტემპის შენელებას პანდემიის მილევის ფონზე მარტიდან ელოდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა მოლოდინი გადაავადა.