ეკონომიკა
15/07/2021

ივნისში საარსებო მინიმუმი რეკორდულ ნიშნულზეა და 214 ლარს აღემატება

ივნისის მაღალი ინფლაცია საარსებო მინიმუმზე აისახა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

"საქსტატის" მონაცემებით, 2021 წლის ივნისში საარსებო მინიმუმი 15 თვიან მაქსიმუმზეა, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 214.5 ლარი შეადგინა. 

საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 27.9 ლარით, წინა თვესთან შედარებით კი მაჩვენებელი 8.9 ლარით არის გაზრდილი.

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 190 ლარით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ ივნისში წლიური ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან 9.9%-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ საქსტატმა 2020 წლის დეკემბრიდან საარსებო მინიმუმის დათვლა ახალი სტატიკური სამუშაოთა პროგრამის მიხედვით დაიწყო, შესაბამისად, განუცხადეს, პროგრამის მიხედვით ქვეყნდება მხოლოდ 2 მაჩვენებელი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის და საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, მაჩვენებელი დეტალურად აღარ არის ჩაშლილი ოჯახის სულადობის მიხედვით.