ეკონომიკა
08/07/2020

ივნისში რეგიონის ვალუტებს შორის ყველაზე მეტად ლარი გამყარდა

ივნისში რეგიონის ქვეყნების ვალუტებს შორის ყველაზე მეტად ლარი გამყარდა.

„გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, ივნისში ლარი დოლარის მიმართ 3.2%-ით გამყარდა.

ყაზახურმა ტენგემ (KZT) 1.5%-იანი გამყარება აჩვენა. სხვა ვალუტის კურსები ძირითადად არ შეცვლილა, მათ შორის  სომხური დრამი (AMD) და უკრაინული გრივნა (UAH) უმნიშვნელოვნოდ გამყარდა (+0.8% და +0.6%, შესაბამისად), ხოლო ბელორუსული რუბლი (BYN) და  თურქული ლირა (TRY)  უმნიშვნელოდ გაუფასურდა (-0.3% და -0.4%, შესაბამისად).

ივნისის თვეში გაუფასურდა  რუბლიც -  1.5%-ით.

აღსანიშნავია, რომ ივნისში, ლარის კურსზე ზედმეტი ზეწოლის მოსახსნელად ეროვნულმა ბანკმა ბაზარს თითქმის 50 მლნ დოლარი მიაწოდა.