 
                                                                        
                                    
                                    
                                    
                                ეკონომიკა
                                03/07/2020
                                
                            ივნისში ინფლაცია 6.1%-მდე შემცირდა
აპრილი-მაისის შემდეგ ინფლაციის ზრდის ტემპი შენელედა. საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ 6.1% შეადგინა.
2020 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით კი 1.4%-იანი დეფლაციაა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მაჩვენებელმა 2020 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.2%-ით განისაზღვრა.
აპრილში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 6.9% იყო, მაისში კი 6.5%

 
                         
                            