ეკონომიკა
29/07/2022

ივნისში ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა

ეკონომიკური ზრდის ტრენდი ივნისშიც შენარჩუნდა. ქვეყნის ეკონომიკა გასულ თვეს 7.2%-ით გაიზარდა, წლის პირველ ნახევარში კი ზრდამ 10.5%-ს მიაღწია.

2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში