ეკონომიკა
30/07/2021

ივნისში ეკონომიკა 18.7%-ით გაიზარდა

ეკონომიკური ზრდის ტემპი ნარჩუნდება.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში ქვეყნის ეკონომიკა 18.7%-ითგაიზარდა, 2021 წლის პირველ ნახევარში კი ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12.7%-ია.

2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.