ეკონომიკა
16/08/2021

ივლისში საარსებო მინიმუმი რეკორდულ ნიშნულზეა

ივლისში არსებულმა მაღალმა ინფლაციამ გავლენა საარსებო მინიმუმის მაჩვენებელზეც მოახდინა. 

"საქსტატის" მონაცემებით, 2021 წლის ივლისში საარსებო მინიმუმმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 218.3 ლარი შეადგინა. 

საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 35 ლარით, წინა თვესთან შედარებით კი მაჩვენებელი 3.8 ლარით არის გაზრდილი.

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 193.4 ლარით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ ივლისში წლიური ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან 11.9%-ს მიაღწია.