ეკონომიკა
03/08/2021
ივლისში ინფლაციის ტემპი უფრო დაჩქარდა და 11.9%-ს მიაღწია
ივლისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და უკვე ორნიშნულიან, 11.9%-იან მაჩვენებელს მიაღწია, ეს 10-წლიანი რეკორდია. ამაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი 2011 წლის მაისში იყო და მაშინ წლიური ინფლაციის დონე 14.3%-იან ნიშნულს აჭარბებდა.
საქსტატის ინფორმაცით, 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.3%-ით განისაზღვრა.