ეკონომიკა
31/08/2022
ივლისში ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნებულია.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივლისში ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა.
2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 10.3%-ით განისაზღვრა.
2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში.