ივანე მაჭავარიანი: უნდა შევეცადოთ და ვალი ქვემოთ ჩამოვიყვანოთ
ფინანსთა მინისტრობის კანიდატი ვალის მოცულობის შემცირების მნიშვნელობიაზე აცხადებს. ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის გაერთიაენბული კომიტეტების მოსმენაზე განაცხადა, რომ მთავრობა ამისთვის მაქსიმუმს გააკეთებს.
„მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს მაჩვენებელი 55%-ზე ჩამოვიყვანოთ. თუმცა, წინასწარ თქვა 2024 წელს, რა მოცულობის იქნება ვალი, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულირება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ 60%-იანი ნიშნული. საკუთრივ 60% არ არის პრობლემა. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ინატრებდა, რომ იყვნენ ამ მოცულობის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ 7-8 წელიწადში ერთხელ, არის სხვადასხვა ტიპის კრიზისი, არა ამ მასშტაბის, რომელიც ალბათ საუკუნის კრიზისია, არამედ სხვადასხვა ტიპის გამოწვევები", - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმისთვია, რომ რაღაც პერიოდში, თუ ქვეყანა ამის საჭიროების წინაშე აღმოჩნდება იოლად შევძლოს თანხების მობილიზება.
"ჩვენი ვალის მოცულობა იყო 40%-იან ნიშნულზე, სწორედ ამიტომ, ძალიან იოლად შევძელით მოლაპარაკება 1,5 მილიარდ დოლარზე. დღეს, უკვე ვსაუბრობთ 1,9 მილიარდზე, რომელსაც ჯამურად წელს და წლის პირველ კვარტალში მივიღებთ. მომავალშიც, როდესაც შეიძლება რაღაც ტიპის კრიზისი მოხდეს და კიდევ დაგვჭირდეს თანხა, უნდა გვქონდეს ამისთვის სივრცე. მეორეს მხრივ, კანონიც გვავალდებულებს, ვალის მოცულობა იყოს 60%-ზე ქვემოთ, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიაროთ ისეთი ვალის ნიშნულით, რომ გვქონდეს საჭირო ფისკალური სივრცე, რათა კონკრეტული კრიზისის, იქნება ეს ფინანსური, ეკონომიკური თუ რეგიონული, ვუპასუხოთ მას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.