ეკონომიკა
08/07/2020

ივანე მაჭავარიანი: ნიუ-იორკის Deloittes-ის ოფისთან ერთად ვმუშაობთ პოსტკრიზისულ გეგმაზე 

მთავრობა უცხოელ პარტნიორებთან კონსულტაციებს განაგრძობს.

მთავრობის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინეს.

"ეს არის ნიუ-იორკის Deloittes-ის ოფისი, რომლებთან ერთადაც ვმუშაობთ პოსტკრიზისულ გეგმაზე. ამჯერად ჩვენ ჩავრთეთ და ამ დისკუსიაში მოვიწვიეთ ადგილობრივ ქართველ ექსპერტთა ჯგუფი. ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი. შეხვედრის მიზანი კი იყო უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების პოზიციების შეჯერება, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან. ადგილობრივი ექსპერტების კომენტარები  მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვნად ამდიდრებს იმ ნამუშევარს, რაც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა დღემდე გააკეთეს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

ივანე მაჭავარიანის თქმით, რაც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა დღემდე გააკეთეს, ქართველი ექსპერტების შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია.