ეკონომიკა
08/10/2020

ივანე მაჭავარიანი: ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი ადეკვატურად მოქმედებს

ფინანსთა მინისტრი ეროვნული ბანკის ქმედებებს ლარის კურსთან დაკავშირებით ადეკვატურს უწოდებს.

ივანე მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ ეროვნული ბანკი თავის ქმედებებს მომავალშიც გააგრძელებს.

„საქართველოში სავალუტო ფონდის მისია ვირტუალურ რეჟიმში მუშაობს და ეროვნული ბანკი მათთან მუდმივ კონტაქტზეა. დარწმუნებული ვარ, რომ სებ-ი ადეკვატურად მოქმედებს და მომავალშიც ასე მოიქცევა. ეს ქმედებები მეტია თუ ნაკლები, დავუტოვოთ სებ-ს“, - განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა.

Businesspartner