ირაკლი ქარსელაძე რიკოთზე: გაიჟღერა ბრალდებამ, თითქოს უკონტროლოდ ხდება ფინანსების ხარჯვა, ეს არის აბსოლუტური აბსურდი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძემ განმარტება რიკოთის პროექტთან დაკავშირებითაც გააკეთა.
„გაიჟღერა ბრალდებამ ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებით, თითქოს უკონტროლოდ ხდება ფინანსების ხარჯვა. ეს არის აბსოლუტური აბსურდი.
რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებას მოვიყვან და ყველასთვის ნათელი იქნება, თუ რა აბსურდზეა საუბარი. არცერთი გადახდა არ წარმოებს საზედამხედველო კომპანიის შესაბამისი დადასტურებების, დოკუმენტაციის წარმოდგენის და სხვადასხვა ფორმების დადასტურების გარეშე. მას შემდეგ რაც ეს არის დადასტურებული და გადაეგზავნება საავტომობილო გზების დეპარტამენტს, შესაბამისი გადამოწმების შემდეგ ხდება ამ დოკუმენტაციის მიწოდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტზე, რომელიც, თავის მხრივ, თავად ახორციელებს ფულის გადარიცხვას“, - აცხადებს ქარსელაძე.