ეკონომიკა
18/04/2022

ირაკლი ქარსელაძე: ინფლაციის კონკრეტულ ციფრებზე საუბარი მიზანშეწონილი არაა

ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ძირითადად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული.

ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, ბევრ ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. 

"საქართველო მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია თავის პარტნიორებზე. შესაბამისად, ის ცვლილებები, რაც სამეზობლოში ხდება, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება. ომი ის გარემოებაა, რაც ძალიან ცვლის ბევრ ასპექტს. აქედან გამომდინარე, ინფლაცია, რაც დღეს საქართველოშია, ასეთია სხვა ქვეყნებშიც. არ შეიძლება ქვეყანაში ცალკე ვისაუბროთ ინფლაციაზე ისე, რომ არ შებეხოთ ამ ფაქტორებს. შესაბამისად, რაც ხდება მსოფლიოში, იგივე ასახვაა საქართველოში. არის რიგი ქმედებები, რასაც სახელმწიფო ახორციელებს. ინფლაციის კონკრეტულ ციფრებზე საუბარი მიზანშეწონილი არაა",- განაცხადა ქარსელაძემ.