ირაკლი ქარქაშაძემ ნეაპოლის აეროპორტის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა
მაროკოს ქალაქში ტანჟერში, საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების დირექტორი შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ქარქაშაძე ხვდება, როგორც ავიაკომპანიებს ისე პარტნიორ აეროპორტებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და USAID-ის ეკონომიკური პროგრამის ერთობლივ სტენდთან, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მასშტაბურად არის წარმოდგენილი, შეხვედრა გაიმართა ნეაპოლის აეროპორტის კომერციულ დირექტორთან. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ნეაპოლს შორის ფრენების დაწყების შესაძლებლობა და პოტენციური სამომავლო პარტნიორობა.
,,იცით, რომ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებით, რომელიც ,,ნაპოლის“ რიგებში წარმატებით მოღვაწეობს, ნეაპოლისადმი საქართველოს ინტერესი საკმაოდ მაღალია. ამიტომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეაპოლი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოდან ნეაპოლში პირდაპირ რეისებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ერთ-ერთ ავიაკომპანიასთან და დღეს ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ შესაძლო სამომავლო თანამშრომლობა. საქართველო ნეაპოლისთვის სრულიად ახალი ტურისტული მიმართულებაა, ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ თანამშრომლობა შედგეს,-‘’ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმის პირველ დღეს ავიაკომპანიებს: SAUDI AIRLINES, Eurowings, AIR Serbia, EASYJET და ონლაინ სამოგზაურო სააგენტოს SKYSCANNER შეხვდა.