ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ინვესტორებს მიმზიდველ წინადადებას სთავაზობს
"საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ასევე არსებითად მიმზიდველ წინადადებას, რადგან ისეთი საგადასახადო მოდელი შევქმენით, რომლის ფარგლებშიც გაუნაწილებელი მოგება არ იბეგრება,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე განაცხადა, სადაც გამოვიდა სიტყვით, თემაზე „საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე“.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, გარდა ამისა, საქართველოს აქვს ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. ამ ზონებში საექსპორტო საქონელი იწარმოება და გადასახადებისაგან თავისუფლდება. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს როგორც ბიზნესის კეთების მიმზიდველ ადგილს.
"საინვესტივიო პოლიტიკის შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი ნორმებით შეზღუდვის ინდექსის საფუძველზე, საქართველო მე-8 ადგილზეა 80 ქვეყანს შორის და მსოფლიოში ყვლაზე ღია ეკონომიკაზე მეტყველებს ინვესტიციების მიმზიდველობის ნიშნით. The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ინდექსში საქართველო მე-18 ადგილზეა ევროპაში და წინ უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს, ხოლო გლობალურ რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს 177 ქვეყანას შორის. ეს აღიარება მოწმობს იმ უზარმაზარ წინსვლას, რომელსაც ეკონომიკური თავისუფლების ხელშეწყობითა და ყველა მოქალაქისთვის უფრო წარმატებული მომავლის შექმნით მივაღწიეთ,"-აცხადებს ღარიბაშვილი.