ეკონომიკა
18/12/2021

ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველწლიურად შევამცირებთ საბიუჯეტო დეფიციტს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში, მთავრობის ძირითადი ამოცანა იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ფისკალური მდგრადობა.

მისი თქმით, 2021 წლის ბოლომდე დღგ-ის დაბრუნების მაჩვენებელი გადააჭარბებს 1.9 მლრდ ლარს.

„ვალის მართვის სტრატეგიული მიზნებია, მთავრობის ვალის შემცირება,  ლარში ვალის წილის ზრდა მთავრობის მთლიან ვალში, მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, საგარეო სესხების განვითარებაზე ორიენტირებულობის ზრდა. წელს უკვე ყოველწლიურად ვამცირებთ საბიუჯეტო დეფიციტს. მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2024 წელს ჩამოცდება მშპ-ს 50%-ს.

განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა, რის შემდგომაც მოხდება რისკების ზრდის ნაცვლად, ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი საწარმოების ფორმირება“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა