ეკონომიკა
05/08/2021

ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის ჩაკეტვა არ იგეგმება, ეკონომიკას არ შევაჩერებთ

საქართველოს პრემიერი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის წინაპირობად ვაქცინაციას ასახელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი ეგეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ეკონომიკის ჩაკეტვა არ იგეგმება და მაშინ როდესაც ქვეყანაში მალე მთლიანობაში 3 მლნ-ზე მეტი დოზა ვაქცინა იქნება, ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა არ იგეგმება.

"ჩვენ გადავწყვიტეთ და ვთქვით, რომ ამ ვითარებაში როდესაც ქვეყანაში შემოტანილია 2 მლნ დოზაზე მეტი ვაქცინა და მალე ჯამში გვექნება 3 მლნ-ზე მეტი ვაქცინა, გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა. ჩვენ ეკონომიკას არ შევაჩერებთ - ეს არის მცდარი გზა, შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით მთავარ გზას ვაქციანაციას და ის უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას," - განაცხადა პრემიერმა.