ეკონომიკა
21/06/2022

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს  მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყნის ფინანსურ ცენტრად გადაქცევის პერსპექტივები და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მზადყოფნა გამოითქვა სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განვითარებისთვის.

პრემიერის თქმით, საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა და ქვეყანას სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის საინვესტიციო საზოგადოების თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და კიდევ უფრო მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.