ეკონომიკა
22/05/2023
ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად კატარში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.
ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.