ეკონომიკა
18/04/2023

ირაკლი ღარიბაშვილი - ფასებმა დაიწია მნიშვნელოვნად საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათზე, პურზეც

ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათზე, პურზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს ფასების დარეგულირებაზე, ფასების კლებაზე.

„ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათზე, პურზეც. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მთავრობას ამ პოლიტიკის განხორციელებაში გამოჰყვა და საკმაოდ ადეკვატური ნაბიჯები გადადგეს მათი მხრიდანაც. ასე რომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ნიშნულის, ინფლაციის 5 %-იანი ნიშნულის შენარჩუნება წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და მასშტაბური პროექტების კეთება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.