ეკონომიკა
08/04/2022

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ახლა მშვიდობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება

პრემიერის განცხადებით, იანვარ-თებერვალში ორნიშნა - 14.6%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც ძალიან დამაიმედებელია. 
 
მისი თქმით, ამ ტემპს შენარჩუნება და აქტიურობა სჭირდება. 
 
"ჩვენ ახლა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება. ძალიან საიმედო ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ამ ტემპს შენარჩუნება, აქტიურობა სჭირდება. მთავრობა მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაო მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ. ვფიქრობ, წელსაც ძალიან წარმატებულ წელი უნდა გვქონდეს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.