ეკონომიკა
28/02/2022
ირაკლი ღარიბაშვილი: 2022 წელი ძალიან კარგად დავიწყეთ და ტემპს შენარჩუნება სჭირდება
იანვარში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წელი კარგად დაიწყო და ტემპს შენარჩუნება სჭირდება.
"წელი დავიწყეთ ძალიან კარგად, ძალიან ძლიერად. ამ ტრენდს, ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება. ამიტომ, ახლა არ არის აქ დრო იმისა, რომ გარკვეულ ოპოზიციურ რადიკალებს და მარგინალებს მივცეთ დესტაბილიზაციის საშუალება, პირიქით, უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის მშენებლობა, შენება და მშვიდად ვმართოთ პროცესი. მჯერა, საერთაშორისო თანამეგობრობა მიაღწევს იმას, რომ უკრაინაში დასრულდება ომი, ეს ტრაგედია და მხარეები მოილაპარაკებენ უახლოეს დღეებში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.