ეკონომიკა
24/11/2020

ინტელექტუალური რესურსის გადინება ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია - კოლინ დონოჰიუ

მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დარჩეს ის ინტელეტუალური პოტენციალი, რაც არსებობს, - ამის შესახებ „სტარტაპ გრაინდ თბილისის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კოლინ დონოჰიუმ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ახალგაზრდები, ბრწყინვალე ტექნოლოგიური აზროვნებით მიდიან ქვეყნიდან, მუშაობას იწყებენ Geoogle-ში, ლონდონის სილიკონის ველში მუშაობას, საქართველო კი ამ  რესურსს კარგავს.

როგორც დონოჰიუ აღნიშნავს, ქვეყანამ თუ დაკარგა ასეთი მაღალი უნარის მქონე ექსპერტები, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი დანაკარგი იქნება.

დონოჰიუ აცხადებს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვადასხვა უცხოური კომპანიების შემოსვლაც. მისი განმარტებით, საქართველოს აქვს პოტენციალი იყოს ჰაბიც.

„მაგალითად, აზერბაიჯანში არის რამდენიმე სტარტაპი, რომელთაც საქართველოში უნდათ ჩამოსვლა, რადგან იციან, რომ აქ ბიზნესგარემო უკეთესია, არ არის მთავრობის მხრიდან წნეხი და ასე შემდეგ. ხუთი წელია საქართველოში  ვარ და ამ ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი ქვეყნის ეკოსისტემის განვითარებას. 5 წლის წინ ამ მხრივ ძალიან დაბალ დონესთან გვქონდა საქმე, ახლა სიტუაცია შეიცვალა“, - აცხადებს დონოჰიუ.