ეკონომიკა
15/11/2021

ინფლაციის წნეხის ფონზე საარსებო მინიმუმი რეკორდულ ნიშნულზეა

საარსებო მინიმუმი რეკორდულ ნიშნულზეა.

ოქტომბერში, ინფლაციის ზრდის ფონზე, საარსებო მინიმუმი წლიურ ჭრილში 36.5 ლარით გაიზარდა და 224.2 ლარს მიაღწია.

მაჩვენებელი სექტემბერთან შედარებით 7.9 ლარით არის გაზრდილი.

წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 32.3 ლარით არის გაზრდილი.

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 198.5 ლარით განისაზღვრა.

მთლიანობაში საარსებო მინიმუმი მაღალი ინფლაციის წნეხს განიცდის. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.8%-ს მიაღწია.