ეკონომიკა
17/09/2021

ინფლაცია უკვე გლობალური ფენომენია და შესაძლოა 14.5%-საც მიაღწიოს

სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძე გვენეტაძის თქმით, ინფლაცია უკვე გლობალური ფენომენია. შესაბამისად ფასების მატება მხოლოდ გაცვლითი კურსის ფაქტორზე არ არის დამოკიდებული. ძირითადი, მიწოდების ფაქტორებია (არამონეტარული).

მაგ: ნავთობი, ეკონომიკური აქტივობის შემცირებისას გაიაფდა, აღდგენის შემდეგ, მოთხოვნის შესაბამისად გაძვირდა. ასეა სასურსათო ფასთან მიმართებაშიც (შაქარი, ხორბალი, ზეთი...) გაზრდილია გადაზიდვები (მაგ: ჩინეთიდან ევროპაში +400%) რაც საბოლოოდ ტარიფებში აისახება. მათ შორის ტაქსის და სხვა გარდაუვალი საჭიროების სერვისის თანხები.

პანდემიის მოსათოკად მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის პერიოდში დასაქმებული არ გაჩერებულა, კვლავ გადაადგილდებოდა, მაგრამ ბევრად ძვირად. $/₾ გამყარების პირობებში სამომხმარებლო ფასების შეუქცევადი ზრდის არამონეტარულ მიზეზებზე, სებ-ის პრეზიდენტმა პალიტრანიუსი TV ეთერში ისაუბრა, სადაც 13%-ს მიღწეულ ინფლაციის მდგენელებზე და 3% -იან სამიზნე მაჩვენებლიდან გაშლილი კუთხით გადახრაზე ჰკითხეს.

კობა გვენეტაძემ დაადასტურა, რომ ინფლაცია 10 წლიან მაქსიმუმზეა, რაც უპრეცედენტო გლობალური შოკით არის განპირობებული და ინფლაციის მმართველი საუკეთესო ქვეყნის მაგალითიც მოიხმო, სადაც ინფლაცია 28 წლიან მაქსიმუმზეა.

მიწოდების ფაქტორებით წლის ბოლომდე ფასები კიდევ გაიზრდება. დეკებმერ-იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაცია 14.5%-ს მიაღწევს. შეიძლება უფრო მაღალიც იყოს და არც უფრო დაბალის არსებობაა გამოსარიცხი.

უფრო დაბალ ინფლაციაზე გასვლის შესაძლებლობას მხოლოდ ძვირი ფული ქმნის, რაც 18-20% რეფინანსირების განაკვეთს გულისხმობს (10% შენარჩუნდა მპკ-ს ბოლო გადაწყვეტილებით 15/09/2021) და რაც სებ-ის პრეზიდენტის თქმით, მთლიანად ჩაკლავს ეკონომიკურ აქტივობას. ეს კი ნიშნავს დაკრედიტების გაჩერებას, მსესხებლის მდგომარეობის დამძიმებასთან ერთად.

ამის პრევენცია შეუძლებელია. გვენეტაძის თქმით, შესაძლებელია მხოლოდ შექმნილი მდგომაროების გამოსწორებაზე ზრუნვა, ინფლაციის მოლოდინებში გადაზრდის პრევენცია.

მაღალი ინფლაცია პანდემიის უპრეცედენტო შოკით არის განპირობებული, რამაც ის წნეხში მოაქცია მიწოდების მხრიდან და მოთხოვნის მხრიდანაც. რაც სებ-ის პრეზიდენტის თქმით, არ არის ლოკალური მოვლენა. მთელს მსოფლიოში ხდება.