ფოტო: cnbc.com
ეკონომიკა
22/12/2022

IMF საქართველოში წელს ეკონომიკის 10%-იან ზრდას ელის

საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს საქართველოში ეკონომიკის 10%-იან ზრდა პროგნოზირებს.

როგორც ფონდის პრერელიზშია განმარტებული, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმართული ომით გამწვეული ნეგატიური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე ნავარაუდევზე ნაკლები აღმოჩნდა, ტურიზმიდან შემოსავლები მზარდია, ომით გამოწვეული მიგრაციული ნაკადები და ფინანსური შემოდინებები მაღალია, ასევე მზარდია სატრანზიტო ვაჭრობა საქართველოს გავლით. ამ მოვლენებმა ფისკალური შემოსავლების და რეზერვების დაგროვებას შეუწყო ხელი.

ინფლაცია მცირდება, თუმცა კვლავ მაღალ მაჩვენებელზე, დაახლოებით 10½ პროცენტზე ნარჩუნდება, მაღალი სასაქონლო ფასების და ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის გამო.
2023 წელს ეკონომიკის ზრდის ტემპისა და ინფლაციის კლებას ველით. გლობალური ვაჭრობის შენელება და ფინანსური პირობების გამკაცრება საქართველოს ეკონომიკის ზრდაზეც აისახება, რაც საქონლის გლობალური ფასების კლებასთან, ლარის ბოლოდროინდელი გამყარებასთან და საკმარისად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად, ინფლაციის შემცირებას ხელს შეუწყობს. ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი გაურკვევლობა და რისკები მაღალ დონეზე ნარჩუნდება.