ეკონომიკა
16/06/2022

IMF-მა საქართველოს მხარდაჭერის $280 მლნ-იანი პროგრამა დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს $280 მლნ-იანი სამწლიანი პროგრამა Stand-By Arrangement (SBA) დაამტკიცა. ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. დამტკიცებული თანხა შეესაბამება სსფ-ში საქართველოს ქვოტის 100 პროცენტს ანუ 210.4 მილიონ SDR-ს (სპეციალური ნასესხობის უფლებას).

პროგრამა მხარს უჭერს ქვეყნის ეკონომიკის პოლიტიკას სამი წლის განმავლობაში. "სსფ-ს დირექტოთა საბჭოს მიერ ამ პროგრამის
დამტკიცებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით $40 მლნ დოლარი (30 მლნ SDR; საქართველოს ქვოტის 14.3%)" - ნათქვამია ფონდის გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლება პროგრამით გამოყოფილი თანხის დაუყოვნებლივ გამოყენებას არ გეგმავს.

სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკის პროგრამა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, მდგრადობის ზრდას და საშუალოვადიანი ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, კოვიდ-19 პანდემიიდან გამოსვლისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენის ფონზე.