ეკონომიკა
28/10/2021

IMF: კავკასიის რეგიონი კორიდორიდან პლატფორმად უნდა იქცეს

კავკასიის რეგიონი კოროდორიდან პლატფორმად უნდა გადაიქცეს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჯიჰად აზური აცხადებს.

მისი თქმით, ეკონომიკის აღდგენასთან ერთად, საჭიროა პროაქტიული პოლიტიკის გატარება, რომელიც შეამცირებდა კრიზისის გავლენას მცირე და საშუალო საწარმოებზე, ხოლო ეს გარდამავალი პერიოდი ტრანსფორმაციული უნდა იყოს.

IMF-ის შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, აღდგენა ტექნოლოგიებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რაც რეგიონს გლობალური ღირებულების ჯაჭვში ჩართავდა.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზეც. საჭიროა ინვესტრება ახალ ტექნოლოგიებში. არსებობს შესაძლებლობა რეგიონი შეიცვალოს და კორიდორიდან გადაიქცეს პლატფორმად, როცა საქმე ეხება ვაჭრობას და გლობალური ღირებულების ჯაჭვში ჩართულობას. მართალია, მომავალში, ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ კონტეინერს რკინიგზაზე ჩინეთიდან ევროპისკენ, რაც მნიშვნელოვანი განვითარებაა, მაგრამ ეს ასევე მოთხოვს ახალი ღირებულების შექმნას და მასზე დამატებას. ჩვენ კვლავ გვჭირდება აღდგეს ისეთი სექტორი როგორიცაა ტურიზმი და ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ახალგაზრდა რეგიონი, მოთხოვნადი იქნება ტექნოლოგიური გამჭრიახობა და ტექნოლოგიებში ინვესტირება. შესაბამისად, ეს არის მატრიცა, რომელიც უფრო რთულდება და პოლიტიკის შემუშავება და რეგიონული თანამშრომლობა ხდება უმნიშვნელოვანესი“ - აცხადებს ჯიჰად აზური.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონის ეკონომიკა თანდათანობით აღდგენის გზაზეა. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია ელის, რომ წელს რეგიონის ეკონომიკური ზრდა 4.3 პროცენტი იქნება. მთავარ გამოწვევებად კი IMF-ი რეგიონში ვაქცინაციის დაბალ ტემპს, ინფექციის განმეორებით ტალღებს, მზარდ ვალსა და ინფლაციას ასახელებს.

IMF-ი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ფასთა მატება და ინფლაცია გარდამავალი იქნება და 2022 წლისთვის ფასები თანდათანობით შემცირდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023