ეკონომიკა
25/06/2021

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:იაპონური კომპანიების ინტერესი საქართველოში იზრდება

23 ივნისს იაპონიის მთავრობამ ოფიციალურად შეატყობინა საქართველოს მთავრობას, რომ დასრულდა „იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა პროცედურები. შეთანხმებას ხელი მოეწერა  2021 წლის 29 იანვარს და ის 2021 წლის 23 ივლისს ამოქმედდება.

შეთანხმებაში განსაზღვრულია იაპონიას და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის ყოვლისმომცველი და დეტალური წესები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანხმად, საქართველო აზიისა და ევროპის ერთგვარი დამაკავშირებელია.

„ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა აქტიურად მუშაობს, რათა გახდეს ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში. ასევე მიმდინარეობდა საქმიანობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. საერთაშორისო საზოგადოება დადებითად აფასებს იმ ხელსაყრელ ბიზნეს კლიმატს, რაც ქვეყანაშია შექმნილი. შესაბამისად, იაპონური კომპანიების ინტერესი საქართველოში იზრდება და ასევე ზრდადია მათი ინვესტიციები საქართველოში. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ორმხრივი ინვესტიციების შემდგომ განვითარებას,“ - ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით,ქვეყანა ღიაა იაპონური კაპიტალისთვის.

„საქართველო, ხელსაყრელი გეოგრაფიული განლაგებით, ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობითა და მსოფლიოს მსხვილ ბაზრებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, მიმზიდველია იაპონური ინვესტიციებისთვის. შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს საქართველოსა და იაპონიას შორის საქმიანი წრეების დაახლოების, ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელებისა და საქართველოს ბაზარზე იაპონური კაპიტალის შემოსვლის პროცესს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.  

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო და გაიმართა მოლაპარაკების ექვსი რაუნდი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023