ეკონომიკა
13/02/2023

იანვარში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $1.4 მლრდ-ს გადააჭარბა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორნაციით, 2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 461.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 29.1%-ით მეტია. 

უწყების ცნობითმ აქედან, ექსპორტი 459.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 38.5%-ით), ხოლო იმპორტი 1 002.9 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 25.2%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2023 წლის იანვარში 543.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 37.2%-ია.