ეკონომიკა
09/02/2023

იანვარში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა  1,60 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,20 ათასი ტონით ანუ 14,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,40 ათასი ტონა) შედარებით.

იანვარში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,39 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის ირანი - 0,29 ათასი ტონა (18,1%); გერმანია - 0,10 ათასი ტონა (6,3%), აზერბაიჯანი - 0,10 ათასი ტონა (6,3%);  და სხვ.

2023 წლის იანვარში  საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 7,9 ათასი ტონა, რაც 2,1ათასი ტონით ანუ 36,2%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (5,8 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, იანვარში საავიაციო ნავთის იმპორტის 57%  (4,5 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 29,1% (2,3 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან,  13,9% (1,1 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან.