იანვარში რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი იყო
2023 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 86.2 პროცენტი შეადგინა.
ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (76.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (28.5 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (27.5 მლნ. აშშ დოლარი).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, იანვარში რუსეთში 87 785 800 აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, მაშინმ როდესაც 2022 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 42 684 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში 175 793 200 აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 85 948 100 აშშ დოლარს შეადგენდა.