ფოტო: shutterstock
ეკონომიკა
14/02/2022

იანვარში ექსპორტი 47.6%-ით გაიზარდა

2022 წელი საქართველომ გაზრდილი საგარეო ვაჭრობით დაიწყო.

საქსტატის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1.109 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 41.1%-ით მეტია.

საანგარიშო პერიოდში 47.6%-ით არის გაზრდილი ექსპორტი და 331.3 მლნ დოლარს მიაღწია, გაზრდილია იმპორტიც 38.5%-ით 778.1 მლნ დოლარამდე.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარში 446.7 მლნ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3% შეადგინა.