იანვარში ეკონომიკა 18%-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კვლავინდებურად ორნიშნაა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში ეკონომიკა 18%-ით გაიზარდა.
2022 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა იყო დარგების უმრავლესობაში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა და
სამთომოპოვებითი მრეწველობა.
კლების ტენდენციაა მშენებლობის, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 10.6%-ით განისაზღვრა. თიბისი კაპიტალი 2022 წელს ქვეყანაში ეკონომიკის 6%-ზე მეტად ზრდას პროგნოზირებს, თუმცა ეს იყო 21 თებერვლის ანგრიშის პროგნოზი. როდესაც იმის გათვალისიწნებით რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, სავარაუდოდ ეს მაჩვენებელი შეიცვლება, მით უმეტეს, რომ საინვესტიციო ბანკის ანგარიშში მითითებული იყო, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მთავარ რისკ ფაქტორად რჩება.