ეკონომიკა
15/03/2021
იანვარ-თებერვალში საგარეო ვაჭრობა 12%-ით შემცირდა
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის იანვარ-თებერვალში წლიურ 12%-იან ვარდნას აჩვენებს და 1,654 მლრდ დოლარს შეადგენს.
საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი თითქმის 7%-ით შემცირდა 494.7 მლნ დოლარამდე. იმპორტი 1,159 მლრდ დოლარია, ვარდნა 14.1%-ია.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-თებერვალში 664.6 მლნ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა.