იანვარ-თებერვალში საგარეო ვაჭრობა 12%-იან მინუსში რჩება
2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა კვლავ შემცირების ტრენდ აჩვენებს. წლიური ვარდნა 12%-ია და ბრუნვა 1,654 მლრდ დოლარია.
საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი 494.7 მლნ დოლარია, წლიურად შემცირება 6.8%-ია, იმპორტი 1,159 მლრდ დოლარია, წლიური 14.1%-იანი კლებით.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-თებერვალში, 664.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.
2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი რუსეთია (71.1 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (66.4 მლნ დოლარი) და ჩინეთი (53.8 მლნ დოლარი).
2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.6% შეადგინა. პირველ სამეულში შედის თურქეთი (203.3 მლნ დოლარი), ჩინეთი (139.9 მლნ დოლარი) და რუსეთი (131.6 მლნ დოლარი).