ეკონომიკა
13/11/2020
იანვარ-ოქტომბერში საგარეო ვაჭრობა 15%-ით შემცირდა
საგარეო ვაჭრობა კვლავინდებურად მინუსებშია, წლიური ვარდნა 15%-ია.
"საქსტატის" მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9,159 მლრდ დოლარი შეადგინა.
ექსპორტი საანგარიშო პერიოდში 11,1%-ით შემცირდა და 2,715 მლრდ დოლარი შეადგინა, იმპორტი 6,444 მლრდ დოლარია, 16.6%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 3,728 მლრდ დოლარი
და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7% შეადგინა.