ეკონომიკა
21/11/2022

იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.5%-ით გაიზარდა

საგარეო სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. იანვარ-ოქტომბერში ბრუნვამ 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5%-ით მეტია.
 
ექსპორტი 34%-ით გაიზარდა და 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, გაზრდილია იმპორტიც, რაც 10 მილიარდ დოლარს აღემატება. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი.
 
საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 842.1 მლნ. დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.5 %-ს შეადგენს.
 
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში კი, მსუბუქი ავტომობილები ლიდერობს, რომლის იმპორტმა 1 222.9 მლნ. დოლარი და მთელი იმპორტის 11.4 % შეადგინა.