ეკონომიკა
21/06/2021

იანვარ-მაისი საბანკო სექტორმა ₾766.3 მლნ-იანი მოგებით დაასრულა - მომგებიანი ბანკების რეიტინგი

პანდემიიის ბოლო ტალღა ბანკებისთვის ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა. 2021-ის ყოველი თვე წინაზე უკეთესია, იანვარ-მაისს კი სექტორი 766.3 მლნ ლარამდე მოგებით ასრულებს (14 ბანკის კრებსითი მოგება) და ბაზარზე 1 ზარალიანი, "პაშა ბანკი" რჩება.

ბანკების მოგებამ უკვე გადააჭარბა პანდემიამდელ მთელი წლის მაჩვენებელს (2019 წლის წმინდა მოგება 585 მლნ ლარი). 2020-ის მოგებას (99 მლნ) კი 7.7-ჯერ, მაგრამ აქციონერები მოგებას გაისად მაინც ვერ დაირიგებენ - თუ სექტემბერში (ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შემდეგ სხდომაზე) სებ-ი კაპიტალის განაწილებაზე შეზღუდვას არ გადაიფიქრებს.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის ბუფერების შევსებამდე დივიდენდის და ბონუსის გაცემის დაყოვნების გადაწყვეტილება 16 ივნისს (2021) მიიღო.

ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით

 

                                        01.06.2021 (მლნ ₾)    Q1/2021 (მლნ.₾

1              საქართველოს ბანკი            363.5               192.4  

2              თიბისი         ბანკი             294.7              160.0

3              ლიბერთი        ბანკი             18.03              10.6

4              პროკრედიტ    ბანკი               15.5               14.56

5              ქართუ              ბანკი             13.5                 8.6

წყარო: კომერციული ბანკები