ეკონომიკა
13/07/2023
იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.1%-ით გაიზარდა
2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 266.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.1 პროცენტით მეტია,- ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
აქედან, ექსპორტი 3 050.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7 215.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 20.4 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ივნისში 4 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6 პროცენტია.