ეკონომიკა
19/07/2022
იანვარ-ივნისში საგარეო ვაჭრობა 35.4%–ით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $8 477.4 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.4 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 35.6% გაიზარდა და $2 558.7 მლნ-ს შეადგენს, ხოლო იმპორტი 35.3%–ით და $5 918.6 მლნ შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-ივნისში, $3 359.9 მლნ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6%–ია.