ეკონომიკა
13/07/2022
იანვარ-ივნისში საგარეო ვაჭრობა 35.2%-ით გაიზარდა
2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 467.6 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.2 %-ით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2 548.7 მლნ. დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.1%-ით მეტია, ხოლო იმპორტი 5 918.9 მლნ. დოლარი. ამ შემთხვევაში 35.3%-იანი ზრდაა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ივნისში 3 370.2 მლნ. დოლარი და
საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8% შეადგინა.