ეკონომიკა
13/07/2021

იანვარ-ივნისში საგარეო ვაჭრობა 21.3%-ით გაიზარდა

საქსტატის ექსპრეს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  $6 212.1 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 21.3%–ით მეტია.

აქედან, ექსპორტი $1 887.5 მლნ იყო, 25.5%–ით მეტი, ხოლო იმპორტი $4 324.6 მლნ, 19.5%–ით  მეტი.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ივნისში $2 437.2 მლნ, საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2% შეადგინა.