ეკონომიკა
31/08/2020

იანვარ-ივლისში ეკონომიკა 5.8%-ით შემცირდა

რამდენიმე თვიანი მკვეთრი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, ივლისში ეკონომიკური კლების ტემპი შენელდა.

2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.5% შეადგინა, იანვარ-ივლისში კი ეკონომიკა საშუალოდ 5.8%-ით არის შემცირებული.

2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა.

 

Businesspartner