იანვარ-აგვისტოში წმინდა ექსპორტი 31.2%-ით გაიზარდა
2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 3 571.4 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 36.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი, მთლიანი ექსპორტის 69.6%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.2%-ით გაიზარდა და 2 487.1 მლნ. დოლარს გაუტოლდა.
2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.3% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (472.2 მლნ. დოლარი), რუსეთი (350.6 მლნ. დოლარი) და თურქეთი (295.6 მლნ. დოლარი).
ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 683.8 მლნ. დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.5 %-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 365.1 მლნ. დოლარით (მთლიანი
ადგილობრივი ექსპორტის 14.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 192.7 მლნ. დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი).